ფეხბურთი

1:53 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება სერია A-ში

მილანის „ინტერი“ სერია A-ს ლიდერობს. კრისტიან კივუს მორიგი დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად „პარმას“ დამაჯერებლად 2:0 მოიგო.

მილანელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ანგარიში ტაიმის მიწურულს ფედერიკო დიმარკომ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე მარკუს ტურამმა სხვაობა გააორმაგა.

„ინტერი“ 42 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 11 იანვარს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

„უდინეზემ“ სტუმრად „ტორინო“ 2:1 დაამარცხა. საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი განაცხადში არ იყვნენ. ქართველ მცველებს იტალიურ გუნდებში სათამაშო პრაქტიკა საერთოდ აღარ აქვთ.

რომის „ლაციომ“ და „ფიორენტინამ“ ქულები გაიყვეს. ჯერ „ლაციო“ იგებდა, შემდეგ „ფიორენტინა“ - საბოლოოდ 2:2. შედეგი, რომელიც არცერთ გუნდს დიდად ვერ გაახარებდა, რადგან ორივეს ცუდი სეზონი აქვს და ქულები ისევ დაკარგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089595