UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა შონ ო'მალიმ საკუთარ იუთუბ გადაცემაში საინტერესო განცხადება გააკეთა. ამერიკელი მებრძოლის თქმით, 2026 წელი შესაძლოა მის კარიერაში ბოლო იყოს.
"შესაძლოა, რომ ეს წელი ჩემთვის კარიერაში ბოლო იყოს, რადგან მიზანი და სამომავლო გეგმები უკვე გაწერილი მაქვს. სიმართლე გითხრათ, ახლა პიოტრ იანთან დაპირისპირებისთვისაც ვემზადები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სონგ იადონგს სათანადოდ არ ვაფასებ, ის შესანიშნავი მებრძოლია, სწრაფია და ორივე ხელში დიდი ძალა აქვს, თუმცა ამავდროულად პიოტრთან დაპირისპირებისთვისაც ვემზადები.
ჩემი გეგმა ნათელია, ჯერ უნდა იადონგს მივხედო, შემდეგ კი იანი დავამარცხო, საჩემპიონო ქამარი დავიბრუნო და შემდეგ კარიერას დავასრულებ", - განაცხადა ო'მალიმ.
შეგახსენებთ, რომ შონ ო" მალი მომდევნო ორთაბრძოლას სონგ იადონგის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვარს UFC 324-ზე ლას ვეგასში გაიმართება.







