რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ დატოვებას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არ აპირებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პოლონელმა გადაწყვიტა, რომ ესპანურ კლუბში კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს, რომელიც ზაფხულში იწურება, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახდება.
ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ლევანდოვსკი ზაფხულში, მაგრამ საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესებული არიან. ეს საკითხი ზაფხულისთვის რეალისტურია, მაგრამ არა ახლა.
რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონაში“ 2022 წლიდან დღემდე 166 მტჩში 110 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე პოლონელი „ბაიერნის“, „დორტმუნდის“ და „ლეხის“ ღირსებას იცავდა.





