გლაზგოს „სელტიკიდან“ მთავარი მწვრთნელი ვილფრიდ ნენსი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
48 წლის ფრანგის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგებია. „სელტიკმა“ შოტლანდიის ჩემპიონატში ბოლო ორ ტურში მარცხი განიცადა, ბოლოს სულაც საკუთარ მოედანზე „რეინჯერსთან“ წააგო, რაც მწვრთნელს არ აპატიეს.
„სელტიკს“ ცუდი სეზონი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფაზაშიც ვერ მოხვდა, ხოლო შოტლანდიის პრემიერშიფში 38 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ჰართსს“ 6 ქულით ჩამორჩება.







