ფეხბურთი

14:42 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "წლის ასეთი შედგით დაწყება ძალიან სასიამოვნოა"

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-18 ტურში სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა, აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" მხრიდან ყველა გოლის ავტორი "კასტილიას" აღზრდილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, რაც 1989 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მოგებით ძალიან გახარებული ვარ, წლის ასეთი შედგით დაწყება ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება გონსალო გარსიას პერფორმანს, ვფიქრობ მან საოცნებო მატჩი ჩაატარა. მე მისით აღფრთოვანებული ვარ, ის ძალიან ბევრს შრომობს და შთამბეჭდავი დამოკიდებულება აქვს, როცა თამაშობს და როცა არა. ის კლუბის ახალგაზრდული აკადემიის შესანიშნავი მაგალითია. ვულოცავ მას და მოვუწოდებ, რომ ასე გააგრძელოს.

რაც შეეხება მატჩს, თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ და მიზანსაც მალევე მივაღწიეთ. მეტოქეს ყველა კომპნენტში ვაჯობეთ და ვთვლი, რომ მოგება დავიმსახურეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, გუნდს ჰქონდა გააზრებული კომბინაციები და სიმწვავე, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოიტანა.

წინ ესპანეთის სუპერთასია, სადაც ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური თავდაჯერებულობა. როგორც გითხარით, გუნდს აქვს შესაბამისი რესურსი, მთავარი კი ყველაფრის სწორად გამოყენებაა. დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია 2026 წლის პირველი თასის მოგება", - განაცხადა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ "რეალს" 45 ქულა აქვს და ლა ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს ესპანეთის სუპერთასის ეგიდით გამართავს, სადაც მადრიდულ დერბიში "ატლეტიკოს" 8 იანვარს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.170316