ფეხბურთი

1:50 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება სერია A-ში

მილანის „ინტერი“ სერია A-ში ქულებს აღარ კარგავს. კრისტიან კივუს გუნდს 12 ტურში 4 წაგება ჰქონდა, რაც მისი ამბიციებისთვის ბევრი იყო, მაგრამ ბოლო ხუთ ტურში მიჯრით მოიგო და სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოასწორა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ინტერს“ ფრე არ უთამაშია. მე-18 ტურში მილანელებმა „ბოლონიას“ ადვილად აჯობეს - 3:1.პიოტრ ჟიელინსკიმ და ლაუტარო მარტინესმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი, ხოლო შემდეგ მარკუს ტურამმა უპირატესობა სამამდე გაზარდა. ბოლონიელებმა მეტოქეს სანტიაგო კასტროს პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

შედეგად, „ინტერმა“ 39 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. სატურნირო ცხრილში დაძაბული ვითარებაა: „ინტერი“ „მილანს“ ერთი და „ნაპოლის“ ორი ქულით უსწრებს - როგორც ჩანს, სკუდეტოს ეს სამი გუნდი გაითამაშებს. „ნერაძურის“ მომდევნო მეტოქე 7 იანვარს, სტუმრად „პარმა“ იქნება.

„ინტერი“ – „ბოლონია“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჟიელინსკი (39), 2:0 მარტინესი (48), 3:0 ტურამი (74), 3:1 კასტრო (83)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.068297