აფრიკის ერთა თასის მერვედფინალური მატჩი მალისა და ტუნისს შორის დასრულდა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა, მაგრამ პენალტების სერიაში მალიმ 3:2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
26-ე წუთზე ვოიო კულიბალის მალის შემადგენლობაში წითელი ბარათი უჩვენეს. 89-ე წუთზე ფირას შაუატმა ტუნისი დააწინაურა, ხოლო 90+7-ე წუთზე ლასინ სინაიოკომ პენალტი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. მალიმ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში სენეგალს დაუპირისპირდება.
2025 წლის აფრიკის ერთა თასი მაროკოში იმართება.







