ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
პირველი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა დანიელ ოლმომ 86-ე წუთზე გაიტანა. 90-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ „ბლაუგრანას“ უპირატესობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლა ლიგის 19 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 49 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ესპანიოლმა“ 18 მატჩის შემდეგ 33 ქულა მოაგროვა და მეხუთე ადგილზეა.
შემდეგ რაუნდში „ესპანიოლი“ 11 იანვარს სტუმრად „ლევანტეს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონამ“ მე-19 ტურის თამაში დეკემბრის დასაწყისში ჩაატარა და მადრიდის „ატლეტიკო“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ესპანეთი. პრიმერა დივზიონი, მე-18 ტური. 3 იანვარი: სელტა - ვალენსია 4:1, ოსასუნა - ბილბაო 1:1, ელჩე - ვილიარეალი 1:3, ესპანიოლი - ბარსელონა 0:2.





