იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის მატჩი „ატალანტასა“ და „რომას“ შორის მასპინძელთა მინიმალური ანგრიშით გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ჯორჯო სკალვინიმ მე-12 წუთზე გაიტანა და „ატალანტას“ გამარჯვება მოუტანა. ჯანლუკა სკამაკას შეეძლო გუნდის უპირატესობის გაორმაგება 28-ე წუთზე, მაგრამ VAR-ის გადახედვის შემდეგ გოლი არ ჩაითვალა.
ამ თამაშის შემდეგ, „ატალანტა“ 25 ქულით იტალიის უმაღლეს დივიზიონში მერვე ადგილზეა, ხოლო „რომა“ 33 ქულით მეხუთეზე.
იტალია. სერია A. მე-18 ტური. 3 იანვარი: კომო -უდინეზე 1:0, ჯენოა - პიზა 1:1, სასუოლო - პარმა 1:1, იუვენტუსი - ლეჩე 1:1, ატალანტა - რომა 1:0





