ფეხბურთი

19:35 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ხეფრენ ტურამთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ხეფრენ ტურამთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

წყაროს თანახმად, „იუვენტუსი“ მზადაა, მომდევნო კვირების განმავლობაში დაიწყოს მოლაპარაკებები ტურამთან კონტრაქტის 2030 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების და ხელფასის გაზრდის საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ხეფრენ ტურამი 2024 წელს „ნიცადან“ 19 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ ფრანგმა ნახევარმცველმა 72 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.155458