ლონდონის „ჩელსი“ ენცო მარესკას შემცვლელს ეძებს და მთავარი ფავორიტი 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორია.
ახალგაზრდა მწვრთნელი 2024 წლიდან წარმატებით მუშაობს „სტრასბურში“ და აღსანიშნავია, რომ „ჩელსის“ და ფრანგულ კლუბს ერთი მფლობელი ჰყავს.
ლიამ როსენიორს მანამდე „ჰალ სიტიში“ აქვს ნამუშევარი, ხოლო მცირე ხნით „დერბი ქაუნთიში“.
„ჩელსი“ პრემიერლიგაში 30 ქულით მეხუთე ადგილზეა. გავრცელებული ინფორმაციით, ენცო მარესკა „მანჩესტერ სიტისთან“ ფარული მოლაპარაკებების გამო დაითხოვეს.





