„ბრაიტონ ალბიონმა“ „დორტმუნდიდან“ პასკალ გროსი დაიბრუნა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს იჯარით შეუერთდა. გროსს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ „ბრაიტონში“ აქვს გატარებული, სადაც 2017-2024 წლებში 261 თამაშში 32 გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო სეზონ-ნახევარი „დორტმუნდში“ დაჰყო (65 მატჩი, 1 გოლი).
გროსს ასევე უთამაშია „ჰოფენჰაიმში“, „კარლსრუესა“ და „ინგოლშტადტში“, ხოლო გერმანიის ნაკრებში 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.





