ფეხბურთი

12:59 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასმა" ბრენან ჯონსონი 40 მილიონად დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ბრენან ჯონსონი „კრისტალ პალასში“ გაასხვისა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ჯონსონის სანაცვლოდ „პალასმა“ „დეზებს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადეს.

24 წლის უელსელი „ტოტენჰემში“ 2023 წლიდან თამაშობდა, განსაკუთრებით კარგი, გასული სეზონი ჰქონდა, როცა 51 მატჩში 18 გოლი გაიტანა, მათ შორის, ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერთან“ გამარჯვების მომტანი გოლი. თუმცა, მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო შეეზღუდა. მან ლონდონელთა მაისურით 107 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

ჯონსონს მანამდე „ნოტინგემსა“ და „ლინკოლნ სიტიში“ აქვს ნათამაშები, ხოლო უელსის ნაკრებში 42 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.168324