ფეხბურთი

16:04 | 31.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქენან ილდიზის გადაბირებით პრემიერ ლიგის კლუბები დაინტერესდნენ

ტურინის "იუვენტუსის" თურქი ფეხბურთელით ქენან ილდიზით პრემიერ ლიგის ორი კლუბი: ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" დაინტერესდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ილდიზის სათამაშო სტილი, ასაკი და პროფილი იდეალურად ერგება ორივე გუნდის სათამაშო სქემას და სწორედ ესაა მათი დაინტერესების მთავარი მიზეზი. როგორც ირკვევა, ლივერპულის წარმომადგენლებს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან პირველი კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ, რათა აღნიშნული გარიგების შესახებ მათი პოზიცია გაეგოთ. ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები, თუმცა მერსესაიდელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ილდიზის გადაბირებას სერიოზულად შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქენან ილდიზი "იუვენტუსის" რიგებში 2023 წლიდან თამაშობს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. transfermarkt-ის მიხედვით თურქი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 75 მილიონი ევროა.

0.165475