ფეხბურთი

11:13 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი ევროპაში დაბრუნებასთან ახლოსაა და ახალ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მადრიდის „რეალისა“ და პსჟ-ს ყოფილი მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდეს, იტყობინება Actu Foot ორ ჟურნალისტზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის შეძენით ფრანგული „ნიცაა“ დაინტერესებული. რამოსსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფრანგული კლუბი სერიოზულად არის განწყობილი ვეტერანი ესპანელის გადასაბირებლად.

39 წლის რამოსის ბოლო კლუბი მექსიკური კლუბი „მონტერეი“ იყო, რომელიც მან დეკემბრის დასაწყისში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08982