ფეხბურთი

21:30 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ლევანდოვსკის შეცვლას ვლაჰოვიჩით გეგმავს

„ბარსელონა“ ზაფხულში ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის დამატებას ეცდება.

როგორც Marca იტყობინება, კატალონიელების იდეაა, რომ სწორედ სერბით შეცვალონ რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება. „ბარსელონა“ ვლაჰოვიჩის დამატებას უფასოდ განიხილავს, რადგან სერბსაც „იუვესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რომელსაც არ გაახანგრძლივებს. შესაბამისად, თავისუფალი აგენტი გახდება.

დუშან ვლაჰოვიჩმა კარიერა „პარტიზანში“ დაიწყო, საიდანაც „ფიორენტინაში“ გადავიდა, ხოლო 2022 წლიდან „იუვენტუსის“ მაისურით 162 მატჩში 64 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092235