ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს არჩი გრეიმ გაიტანა. დარჩენილ დროში „დეზებმა“ უპირატესობა შეინარჩუნეს და მოიგეს.
„ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ იმარჯვა, ხოლო „კრისტალ პალასი“ ცუდ ფორმაშია - ზედიზედ მესამედ დამარცხდა.
„ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 25 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „კრისტალ პალასი“ 26 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.






