„მილანმა“ წლის ბოლო შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. „როსონერიმ“ სერია A-ს მე-17 ტურში „ვერონას“ უმასპინძლა, რომელიც 3:0 დაამარცხა.
მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კრისტიან პულიშიჩის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის საწყის 8 წუთში ორი გოლი მიაყოლეს. ორჯერვე კრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანა, რომელმაც ჯერ თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა, ხოლო შემდეგ ცარიელი კარი დალაშქრა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, მილანელებმა ადვილად მოიგეს, რის შედეგადაც, 35 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო „ვერონა“ 12 ქულით გასავარდ ზონაშია.
„მილანი“ – „ვერონა“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 პულიშიჩი (45), 2:0 ნკუნკუ (48, პენ), 3:0 ნკუნკუ (53)






