ინგლისის პრემიერლიგის მატჩი „ჩელსისა“ და „ასტონ ვილას“ შორის, ბირმინგემელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
37-ე წუთზე ჟოაო პედრომ გახსნა ანგარიში და ლონდონელებს უპირატესობა მოუტანა. ოლი უოტკინსმა საპასუხო ბურთი 63-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე გოლი 84-ე წუთზე მიითვალა და დუბლი შეასრულა.
ამ თამაშის შემდეგ, „ჩელსი“ 29 ქულით ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ასტონ ვილა“ 39 ქულით მესამეზე.
„ასტონ ვილამ“ ყველა ტურნირზე მიჯრით მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ასეთი შედეგი ბირმინგემელებს 1897 და 1914 წლებში ჰქონდათ.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-18 ტური. 27 დეკემბერი: ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ სიტი 1:2, არსენალი - ბრაიტონი 2:1, ბარნლი - ევერტონი 0:0, ბრენტფორდი - ბორნმუთი 4:1, ვესტ ჰემი - ფულემი 0:1, ლივერპული - ვულვერჰემპტონი 2:1, ჩელსი - ასტონ ვილა 1:2.





