მადრიდის „რეალი“ პსჟ-ს ნახევარმცველის, ვიტინიას შეძენას განიხილავს, თუ თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი წავა - გვამცნობს Cadena Ser.
თუ ვინისიუსთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევა, „ლოს ბლანკოსი“ მზად იქნება, გარემარბი 2026 წლის ზაფხულში 100 მილიონ ევროდ გაყიდოს და შემოსავალი ვიტინიას ტრანსფერში ჩადოს.
„რეალში“ მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელს შეუძლია გუნდს ბურთის კონტროლის გაუმჯობესებაში, შეტევის მრავალფეროვნებასა და ხაზებს შორის ბალანსის დამყარებაში დაეხმაროს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლოს ბლანკოსმა“ ვინისიუსთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. 25 წლის ბრაზილიელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.






