ფეხბურთი

11:24 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალენ ბულამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის საქართველოს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციის ტვიტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ალენ ბულას გადაწყვეტილებით "ჯვაროსნების" წინააღმდეგ სათამაშოდ ძირითად თერთმეტეულში ძმები კაშაროები მოხვდნენ. საქართველოს წინააღმდეგ კარს ჯორდან პერესის ნაცვლად, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში 14 გოლი გაუშვა, "კოლეჯ ევროპას" გოლკიპერი ჯეიმ რობა დაიცავს.

გიბრალტარელი სპეციალისტის სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ჯეიმ რობა

მცველები: ჟან კარლოს გარსია, სკოტ ვაისმენი, იოგენ სანტოსი, ჟოზეფ ჩიპოლინა, რაიან კაშარო.

ნახევარმცველები: რობერტ გუილინგი, ლაიმ უოლკერი, ბრაიან პერესი.

თავდამსხმელები: კეილ კაშარო, ლი კაშარო

საქართველოს და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება დღეს პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.121415