ფეხბურთი

13:35 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მორგან როჯერსით "ჩელსი" დაინტერესდა

„ასტონ ვილას“ თავდამსხმელმა მორგან როჯერსმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს, თუმცა ინგლისის პრემიერლიგაში დარჩეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ 23 წლის ინგლისელით არის დაინტერესებული და ფეხბურთელის ტრანსფერს მომავალ ზაფხულს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ „ასტონ ვილა“ ზამთარში როჯერსს არანაირ გარემოებაში არ გაუშვებს და ზაფხულში არსებულ ვარიანტებს განიხილავს.

ამავდროულად, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ასტონ ვილა“ და როჯერსი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებდნენ.

მიმდინარე სეზონში როჯერსმა 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091301