ფეხბურთი

1:31 | 25.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" სალაჰის აგენტთან შეხვედრას გეგმავს

„ლივერპულში“ მოჰამედ სალაჰის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეგვიპტელის წასვლა გამორიცხული არაა, მაგრამ მანამდე კლუბი სიტუაციის გარკვევას ეცდება.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, „ლივერპულის“ სპორტული დირექტორი რიჩარდ ჰიუზი ფეხბურთელის აგენტთან, რამი აბასსთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ მალე შედგება, სანამ სალაჰი პარალელურად აფრიკის თასზე თამაშობს.

ეს შეხვედრა მიანიშნებს, რომ ინგლისური კლუბის სურვილია სიტუაცია მოაგვაროს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს არნე სლოტთან კონფლიქტი ჰქონდა, რაზეც ჟურნალისტებთან ისაუბრა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას შემდეგ სალაჰი „ლივერპულში“ ისევ ათამაშეს, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში გუნდში მისი დარჩენა ჯერ მაინც არაა გარკვეული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166923