„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ანტონიო კონტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, დე ლაურენტისი კმაყოფილია კონტეს მუშაობით და გეგმავს, რომ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით შესთავაზოს.
კონტეს მოქმედი კონტრაქტი „აძურისთან“ ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ანტონიო კონტე „ნაპოლის“ 2024 წლიდან უდგას სათავეში და გუნდს ორი ტიტული მოაგებინა - იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერთასი.






