„ბარსელონამ“ შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში მილანის „ინტერიდან“ სტეფან დე ვრეი დაიმატოს.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელი კატალონიელთა სატრანსფერო სიაშია. სხვა დეტალები უცნობია.
დე ვრეის „ინტერში“ სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი აქვს და კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ, არაა გამორიცხული იანვარში გუნდი დატოვოს. ნიდერლანდელმა 2018 წლიდან „ნერაძურის“ მაისურით 287 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.
მანამდე დე ვრეი „ლაციოსა“ და „ფეიენოორდში“ თამაშობდა, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 77 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.






