კალათბურთი

9:58 | 24.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა, მამუკელაშვილს მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" სტუმრად "მაიამი ჰიტი" დამაჯერებლად 112:91 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მე-18 გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა ძირითადი ხუთეულიდან დაიწყო და მორიგი კარგი მატჩიც ჩაატარა. ქართველმა პარკეტზე 27.29 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 6 მოხსნას, 7 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კანადელთა მხრიდან სკოტ ბარნსი გახდა, რომელმაც შეხვედრა 27 ქულით 8 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" 18 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს "ვაშინგტონ უიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171777