ფეხბურთი

15:27 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკის შემდეგ "რეალი" შესაძლოა ფრანკო მასტანტუონომაც დატოვოს

მადრიდის "რეალის" არგენტინელი შემტევი ფრანკო მასტანტუონომ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მასტანტუონოს მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და არგენტინის ნაკრების განაცხადში მოსახვედრად მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო სჭირდება, ვიდრე მას ჩაბი ალონსო აძლევს.

მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია ენდრიკის საქმე, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კარიერას "ლიონში" გააგრძელებს. ენდრიკი ფრანგულ კლუბს სეზონის ბოლომდე, იჯარით დაეხმარება. ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას, ხოლო ხელფასის 50%-ს ესპანური გრანდი დაფარავს.

ცნობისთვის, მასტანტუონო "რეალს" ზაფხულში შეუერთდა და ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160523