ფეხბურთი

14:19 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრისტენსენმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს

კატალონიის "ბარსელონას" დანიელმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც დიდი ხნით უქმობა მოუწევს. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება, 29 წლის ფეხბურთელმა წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რომლის რეაბილიტაციასაც დიდი დრო დასჭირდება. კრისტენსენის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღად 2026 წლის მაისი სახელდება, რაც იმის საშიშროებას ზრდის, რომ ფეხბურთელი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე საკუთარი ნაკრების დახმარებასაც ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ კრისტენსენი "ბარსელონას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გოლით დაგვამახსოვრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164986