სხვა

12:43 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "მახაჩევს ხაბიბის თვალწინ ჭიდაობაში დავამარცხებ და თუ ხაბიბი ჩარევას გადაწყვეტს, მასაც იმავეს ვუზამ"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველ ჩემპიონს ილია თოფურიას ჟურნალისტებმა ისლამ მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე ჰკითხეს. "ელ მატადორის" თქმით, ის ისლამის დამარცხებას მიწაზე აპირებს და ამის გაკეთებას ხაბიბ ნურმაგომედოვის თვალწინ გეგმავს.

"ამ სპორტში მე ჭიდაობიდან მოვედი და ვთვლი, რომ ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ეს კომპონენტია. უბრალოდ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მაყურებელს ამის ყურება დიდად არ მოსწონს. ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ ვიყენებ ასე ხშირად ჭიდაობას, თუმცა ისლამ მახაჩევთან ბრძოლის შემთხვევაში შესაძლოა ეს პირიქით იყოს და მათ იმის ნახვა მოუნდეთ თუ როგორ დავამარცხებ მას მიწაზე.

მახაჩევთან ბრძოლის გეგმა? მიზანი დგომში მისი დაჩაგვრა იქნება, რამდენიმე მძიმე დარტყმის შემდეგ მიწაძე გადაყვანა და ხაბიბის კუთხესთან საბმიშენით ყველაფრის დასრულება. ეს ის გეგმაა, რომლის განხორციელაბაც ძალიან მინდა, რადგან ისინი ძალიან ამპარტავნები არიან. იმ შემთხვევაში, თუ ხაბიბი სიტუაციაში ჩარევას გადაწყვეტს, დარწმუნებულები იყავით, რომ მასაც იგივეს ვუზამ", - განაცხადა ილიამ

შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო ილია დროებით ჩხუბს ვერ ახერხებს, ამიტომაც მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის 25 იანვარს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იბრძოლებენ, ხოლო მათ შორის გამარჯვებული სწორედ ილიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172791