ფეხბურთი

11:15 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "წაგების მიუხედავად დადებითი ემოციები მაქვს, რადგან ვაჩვენეთ, რომ ლიგა1- ის დონის გუნდი ვართ"

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ნიცასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ეს თავიდანვე ვიცოდით რადგან "ნიცა" უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.მიუხედავად ყველაფრის ვთვლი, რომ მატჩის მოგება შეგვეძლო და ამისთვის კარგი მომენტებიც გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ეს ფეხბურთია და აქ მსგავსი რაღაცები ხდება. წაგების მიუხედავად დადებითი ემოციები გვაქვს, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ლიგა1-ის დონის გუნდი გვყავს და უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილმა 45-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან შეძლო გატანა, მან საფრანგეთის თასზე პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, ხოლო ლიგა 2-ში 15 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„სენტ ეტიენი“ მომდევნო მატჩს 3 იანვარს, ლიგა 2-ში, სტუმრად „ლე მანთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089723