შოტლანდიის პრემიერშიფის მე-18 ტურში „ჰართსმა“ „რეინჯერსი“ 2:1 დაამარცხა და კიდევ ერთხელ ყველას უჩვენა, რომ საჩემპიონო ამბიციები მართლაც აქვს.
მასპინძლებმა პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან არ გაუშვიათ და 3 ქულა მოიპოვეს. 1999 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ შოტლანდიის ჩემპიონატში ერთ თვეში ერთმა გუნდმა „რეინჯერსიც“ დაამარცხა და „სელტიკიც“.
„ჰართსმა“ ორი კვირის წინ გასვლაზე მოუგო „სელტიკს“, ახლა შინ „რეინჯერსს“, ხოლო 1999 წლის აპრილში გლაზგოურ გუნდებს „სენტ ჯონსტონმა“ აჯობა. აქვე გავიხსენოთ, რომ „ჰართსმა“ „სელტიკი“ მიმდინარე სეზონში ორჯერ დაამარცხა (შინ 3:1).
შედეგად, 41 ქულით „ჰართსი“ პირველ ადგილზეა და „სელტიკს“ 6 ქულით უსწრებს, ხოლო „რეინჯერსთან“ სულაც 12-ქულიანი უპირატესობა აქვს. „ჰართსისთვის“ ცუდი ისაა, რომ ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
აქვე გეტყვით, რომ შოტლანდიაში 40 წელია ჩემპიონი ზედიზედ „სელტიკი“ (22-ჯერ) ან „რეინჯერსი“ (18-ჯერ) ხდება, ბოლოს, "სელტიკის" და "რეინჯერსის" გარდა, „აბერდინმა“ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი 1985 წელს.







