გერმანიის II ბუნდესლიგის მე-17 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნებრგმა“ „ჰანოვერი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი მცველი ტრადიციულად, შეუცვლელად იყო ბავარიელთა მაისურით მოედანზე. ლუკას გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ 87-ე წუთზე მისი თავური დარტყმის შემდეგ სტუმრები გადარჩნენ.
„ნიურნბერგი“ აგებდა, მაგრამ პირველი ტიამის მიწურულს გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი გამარჯვების გოლიც გაიტანა. ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
„ნიურნბერგი“ 22 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, „ელვერსბერგს“ უმასპინძლებს.






