„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე „ვესტ ჰემი“ 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
მასპინძლებისთვის ერლინგ ჰოლანდმა ორი გოლი გაიტანა. ერთიც ტიჯანი რეინდერსმა დაამატა.
ამისდაკვალად, ჰოლანდს პრემიერლიგაში 104 გოლი მოუგროვდა, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს გაუსწრო. ჰოლანდმა ამ ნიშნულს ლიგაში 114 მატჩში მიაღწია, რონალდუს კი 236 შეხვედრა დასჭირდა.
„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და 37 ქულით ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა. „არსენალი“ მეორე ადგილზეა (36 ქულა) და ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-17 ტური. 20 დეკემბერი: ნიუკასლი - ჩელსი 2:2, ბორნმუთი - ბარნლი 1:1, ბრაიტონი - სანდერლენდი 0:0, ვულვერჰეპტონი - ბრენტფორდი 0:2, მანჩესტერ სიტი - ვესტ ჰემი 3:0, ტოტენჰემი - ლივერპული, ლიდსი - კრისტალ პალასი, ევერტონი - არსენალი მოგვიანებით გაიმართება






