სხვა

20:30 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გალა-დაჯილდოება 2025

ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის განათლების და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, სპორტული და მედიის ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

და წარმატებული 2026 წელი უსურვა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ნომინაციებში გამარჯვებულები:

2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები:

მსოფლიოს ჩემპიონები - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და მოფარიკავე სანდრო
ბაზაძე.

ოლიმპიური იმედი- ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი
ვახტანგ ლოლუა.

ოლიმპიური იმედი- ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური
ფესტივალის გამარჯვებული ინგა გურგენიძე.

2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში -
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონები ახალგაზრდებში, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები -ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა.

2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში -
სახელოვანი კალათბურთელი თორნიკე შენგელია.

2025 წლის საუკეთესო ფედერაცია - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.

2025 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელები - მეგი ქადაქიძე
(ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა).

2025 წელს სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის მცხეთა-მთიანეთის
რეგიონალურ ორგანიზაცია.

2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - კახაბერ მოცრაძე ( ძიუდოს ქალთა
ნაკრების მწვრთნელი)

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - პაატა
ნაცვლიშვილი( სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ჟურნალისტი და
პუბლიცისტი)

2025 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის - სეოკ-ის გენერალური სპონსორი "საქართველოს ბანკი“

2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173891