დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა თავდამსხმელი კარიმ ადეიემი ვინ იცის ალბათ როგორ წყევლის იმ დღის გათენებას, როდესაც 30 წლის გერმანელი რეპერი ლორედანა ცეფი გაიცნო და შეუყვარდა. ახლა ლორედანა და კარიმი უკვე ცოლ-ქმარი არიან და ქალი ყველანაირად ცდილობს ქმრის კარიერაში თავისი „შტრიხები შეიტანოს“.
ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ისინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ კარიმ ადეიემი ერთ დროს მისთვის მშობლიურად მიჩნეულ დორტმუნდულ კლუბს დატოვებს და ამის შესახებ ფეხბურთელმა გუნდის მესვეურები ცოტა ხნის წინ ჩააყენა საქმის კურსში.
კარიმი არ მალავს, რომ ეს ნაბიჯი ცოლმა უკარნახა, რომელსაც ნამეტანი მოსწყინდა გერმანიის მიყრუებულ ვესტფალიის მხარეში ცხოვრება და უნდა ევროპის რომელიმე დიდ და მხარგაშლილ ქალაქში იცხოვროს, სადაც მისი რეპი უფრო მეტ მსმენელს მიიზიდავს. კარიმ ადეიემის მომავალი კლუბი ჯერ არ არის ცნობილი.









