სხვა

12:05 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე თოფურია: "არ ვამბობ, რომ საჩემპიონო ბრძოლას ვიმსახურებ, მაგრამ ახლა მხოლოდ პიოტრ იანი მაინტერესებს"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ ესპანურ გამოცემა MARCA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის კომენტარი მერაბ დვალიშვილზე და დივიზიონში არსებულ მდგომარეობაზე გააკეთა.

"არის თუ არა რომელიმე სახელი, რომელიც მაინტერესებს? ყოველთვის ამ შეკითხვას ვისმენ და ახლა ნამდვილად შემიძლია გიპასუხოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად მერაბმა საჩემპიონო ქამარი დაკარგა (თუმცა დარწმუნებული ვარ და ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება, რომ დაიბრუნებს) და მის საკითხს გვერდით გადავდებთ, პიოტრ იანია ის ერთადერთი მებრძოლი, რომელიც მაინტერესებს, რადგან ქამარი ახლა სწორედ მას აქვს.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მე საჩემპიონო ჩხუბს უკვე ვიმსახურებ, უბრალოდ, როდესაც მეკითხებით, თუ ვინ მაინტერესესბ არის მებრძოლი ვისაც საჩემპიონო ქამარი აქვს. რა თქმა უნდა მერაბის გარდა. როდესაც ქამარი მერაბს აქვს მე თავს მშვიდად ვგრძნობ და ვაგრძელებ ჩემს გზას.

ვთვლი თუ არა საკუთარ თავს ჩემპიონად? რა თქმა უნდა. სხვა პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ბავშობიდან ამაზე ვოცნებობდით და მე და ჩემი ძმა სანამ ვარჯიშს დავიწყებდით მიზანი სწორედ ეს იყო, როგორც მწვრთნელის რანგში, ისე როგორც მებრძოლის. მწვრთნელის რანგში ეს უკვე შევასრულე და ახლა ჩემი ჯერია ქამარი მოვიპოვო. ამ მიზნისთვის თავდაუზოგავად ვშრომობ და ვტკბები განვლილი გზით, არანაირ წნეხს არ განვიცდი", - განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიას UFC-ში უკვე ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივე მათგანში გაიმარჯვა. ქართველს MMA-ში სულ 8 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც შვიდი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157718