ფეხბურთი

11:34 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ნევეში შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-ჰილალის" ნახევარმცველი რუბენ ნევეში შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Times-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის დატოვება და ევროპაში დაბრუნება თავად ფეხბურთელს სურს, რომელმაც "ალ-ჰილალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ამრიგად კლუბს ნევეშის ზაფხულში უფასოდ გაშვება არ სურს და მზადაა შეთავაზებების განხილვისთვის.

28 წლის ნახევარმცველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს, თუმცა მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პრემიერლიგის კიდევ ორი კლუბი "ვესტ ჰემი" და "ნიუკასლი" აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ რუბენ ნევეში "ალ-ჰილალის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, იქამდე კი "ვულვერჰემპტონის" ღირსებას იცავდა. "ალ-ჰილალის" მაისურით ნევეშმა მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 6 გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090127