კალათბურთი

10:42 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" სტუმრად "დენვერთან" დამარცხდა, გოგა ბითაძემ მატჩი 6 ქულით დაასრულა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "დენვერ ნაგეტსთან" 115:126 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე გატარებულ არასრულ 20 წუთში 6 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 2 დაფარებას მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან მას მხოლოდ ერთი მცდელობა ჰქონდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "დენვერის" მხრიდან ჯამალ მიურეი გახდა, რომელმაც შეხვედრა 32 ქულით დაასრულა, რაც შეეხება ნიკოლა იოკიჩს, მას 23 ქულასთან ერთად 11 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 15 მოგება და 12 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 დეკემბერს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160192