NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 111:105 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მაგარი მატჩი ჩაატარა, ქართველმა პარკეტზე გატარებულ 36:25 წუთში 18 ქულას, 7 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მამუმ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 6-დან 2 სამქულიანი ისროლა ზუსტად.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ტორონტოს" მხრიდან" ბრენდონ ინგრამი გახდა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს "ბოსტონსის" წინააღმდეგ გამართავს.







