მაროკოს A ნაკრების ფეხბურთელმა უსამა ტანანემ არაბთა თასის ფინალში იორდანიის ნაკრებს საოცარი გოლი გაუტანა.
31 წლის შემტევმა მატჩის მეოთხე წუთზე საკუთარი ნახევრიდან კარში დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა - ზღაპრული გოლი შეაგდო.
მაროკომ მეტოქეს საბოლოოდ, დამატებით დროში აჯობა - 3:2 და ტიტული მოიგო. ეს მაროკოს მეორე ნაკრებია, პირველი ნაკრები აფრიკის თასისთვის ემზადება, რომელიც 21 დეკემბრიდან სწორედ მაროკოში გაიმართება.









