ფეხბურთი

23:18 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკო მასტანტუონომ შესაძლოა "რეალი" იჯარით დატოვოს

ფრანკო მასტანტუონომ შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ იანვარში იჯარით დატოვოს.

El Nacional-ის ინფორმაციით, არგენტინელს უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს სეზონის ბოლომდე, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არგენტინის ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

18 წლის ნახევარმცველს „რეალში“ საამისოდ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ჯერჯერობით, უცნობია, რა ეტაპზეა შესაძლო ტრანსფერის სიტუაცია და სად შეიძლება ვიხილოთ ნიჭიერი ფეხბურთელი.

ფრანკო მასტანტუონომ „რეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში, „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089028