ტიაგო სილვამ „ფლუმინენსე“ დატოვა და კლუბის წერილით დაემშვიდობა. როგორც ვეტერანი ფეხბურთელი წერს, არასდროს დაივიწყებს ბრაზილიურ კლუბში გატარებულ პერიოდს.
„ჩვენი ერთად გატარებული დრო უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე წარმოგვედგინა, მაგრამ საკმარისად ინტენსიური იყო იმისთვის, რომ ისეთი მოგონებები შემექმნა, რომლებიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. უღრმესი მადლობა კლუბს, სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებსს, ჩემი ოჯახს და განსაკუთრებით გულშემატკივრების, რომლებმაც ეს ოცნება რეალობად აქციეს და „ფლუმინენსეში“ პირველივე დღიდან თავი სახლში მაგრძნობინეს. სადაც არ უნდა მიმიყვანოს ღმერთი, ჩვენი გაზიარებული მომენტები სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად „ფლუმინენსეს“ ფერებს არ ვიცვამ, ისინი ყოველთვის მიედინება ჩემს ძარღვებში“, - დაწერა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვამ „ფლუმინენსეში“ ორ სხვადასხვა პერიოდში ითამაშა, 2006-2008 და 2024-2025 წლებში და 209 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ტიაგო სილვა 41 წლისაა, მაგრამ კარიერას არ ასრულებს და იანვარში ევროპულ კლუბში გადავა, თუმცა, ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელ გუნდში.









