17-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც კინბაუმი (გერმანია) მასპინძლობდა, 29 ქვეყნის მოკრივეთა შორის 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრები. მათ შორის, ხუთმა მედალი მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ალექსანდრე ბალაძე (80 კგ). ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მონტენეგროელ მატია როგანოვიჩთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რატი ხარბედიამ (46 კგ), შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარიძემ (54 კგ) და ჰასან აკპინარმა (+80 კგ).
GEONOC.ORG.GE









