ფეხბურთი

21:05 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკომო რასპადორი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

მადრიდის „ატლეტიკო“ მზადა იანვარში ჯაკომო რასპადორი გუნდიდან გაუშვას - იჯარით ან საბოლოოდ გაყიდოს.

რასპადორის დიეგო სიმეონე იშვიათად ენდობა, ამიტომაც, ტრანსფერის შანსი დიდია. იტალიელის გადაბირებით „რომაა“ დაინტერესებული, რომელსაც შეტევაში პრობლემები აქვს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ჯაკომო რასპადორი „ატლეტიკომ“ გასულ ზაფხულს „ნაპოლიდან“ 25 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ ჯერჯერობით, 13 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება.

25 წლის იტალიელს „სასუოლოსა“ და „ნაპოლიში“ აქვს ნათამაშები, ხოლო იტალიის ნაკრებში დღემდე 45 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090184