"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ფლამენგოსთან" გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა თქვა, წელწიადში ექვსი ტიტულის მოგება ცუდი არ არის:
„გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან კარგი მატჩი ვნახეთ „ფლამენგოს“ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. ძალიან რთული იყო, მაგრამ ფეხბურთელების ხარისხის, მენტალიტეტის და ამ სულისკვეთების დანახვა ნამდვილი სიამოვნება იყო ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, კარგად ვაკონტროლებდით თამაშს, შევძელით მოწინააღმდეგეზე ზეწოლა, მაგრამ პენალტის შემდეგ თამაში უფრო თანაბარი და რთული გახდა. „ფლამენგოს“ არა მხოლოდ დღევანდელი მატჩისთვის, არამედ სეზონისთვისაც უნდა მივულოცო.
ექვსი ტიტული ცუდი არ არის. ჩვენთვის დოჰაში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია. ყოველ ჯერზე, როცა აქ ვართ, ბედნიერები ვართ. ჩვენი მიზანი იგივე იქნება: გავაგრძელოთ გამარჯვება და საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ", - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს პსჟ-მ 6 ტიტული მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.






