ფეხბურთი

22:21 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" შესაძლოა ჯოშუა ზირკზე დაიმატოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე შესაძლოა „რომას“ ფეხბურთელი გახდეს, ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

წყაროს ცნობით, „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა მალე კვლავ შეეცდება მოლაპარაკებების გამართვას 24 წლის ნიდერლანდელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

ასევე აღნიშნულია, რომ „რომას“ ფეხბურთელის იჯარით და გამოსყიდვის ოფციით სურს, რაც გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ზირკზე „მანჩესტერ იუნაიტედში“ გასული ზაფხულიდან თამაშობს, მას შემდეგ, რაც „ბოლონიიდან“ გადავიდა, მაგრამ ინგლისურ კლუბში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091936