ბირმინგემის "ასტონ ვილას" და არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი წინააღმდეგია, რომ ეროვნულ ნაკრებებში უცხოელი მწვრთნელები მუშაობდნენ.
როგორც მან თქვა, ეროვნულ ნაკრებს იმავე ქვეყნის მოქალაქე უნდა ჰყავდეს მწვრთნელად:
„არ მომწონს ის იდეა, რომ მწვრთნელები სხვა ქვეყნიდან იყვნენ. ჩემთვის, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მისი მოქალაქე უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს იმავე ქვეყნის პასპორტი ან ნატურალიზებული იყოს, რადგან ეროვნული ნაკრები წარმოადგენს თქვენს ქვეყანას, იცავს თქვენს დროშას.
არ მომწონს, რომ არგენტინელი მწვრთნელი სხვა ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდეს და შემდეგ ის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას შეხვდეს. ყველამ უნდა ითამაშოს იმ ქვეყნისთვის, სადაც დაიბადა", - თქვა მარტინესმა.









