ფეხბურთი

18:14 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა

კატალონიის "ბარსელონას" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა BBC-ი ავრცელებს. მათი ცნობით 37 წლის პოლონელის დამატებით "ჩიკაგო ფაიერია" დაინტერესებული და მეტიც, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. როგორც ირკვევა ლევანდოვსკის აღნიშნული წინადადება ძალიან მოსწონს და დიდა შანსი გარიგება შედგეს.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი "ბარსელონას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლის ბოლოს უმთავრდება. მას მიმდინარე სეზონში 17 მატჩი 8 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092681