გვიან ღამით NBA-ის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც "ნიუ იორკ ნიქსმა" დაძაბულ ბრძოლაში "სან ანტონიო სპურსი" 124:113 დაამარცხა და თასის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ "სპურსი" პირველი სამი მეოთხედი მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც იგებდა, თუმცა ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, სადაც ტეხასელებმა შესანიშნავად ითამაშეს და 35:19 იმარჯვეს, რაც საბოლოოდ მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ფინალური მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ნიქსის" კალათბურთელი ოგუგუა ანუნობი გახდა, რომელმაც 28 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო NBA-ის თასის MVP "ნიქსის" გამთამაშებელი ჯელენ ბრანსონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ "ნიქსმა" თასის პლე-ოფში "სან ანტონიოს" გარდა "ორლანდო მეჯიქი" და სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" დაამარცხა.









