ფეხბურთი

11:40 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე ლუისი: "პსჟ-ს სწრაფი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც უნდა შევზღუდოთ"

„ფლამენგოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიპე ლუისმა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ბრაზილიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეცდებიან პსჟ-ს საკვანძო ფეხბურთელებს სივრცე შეუზღუდონ:

„ყველა მატჩი განსხვავებულია. „ბაიერნის“ და პსჟ-ს პრესინგი მსგავსია, „ბაიერნთან“ გეგმა გვქონდა და საკმარისი არ აღმოჩნდა. ამჯერად, განსხვავებული გეგმა იქნება, ჩვენს იდენტობაზე უარს არ ვიტყვით. ფლამენგოს დნმ იგივე რჩება. ასეთ მატჩებში რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვა.

მათ ახალგაზრდა, სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ. გუნდურად დავიცავთ თავს, ბურთით და ვეცდებით, მოქმედების დრო შევუზღუდოთ მათ საკვანძო ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში.

ლუის ენრიკე არის მწვრთნელი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მან დაკარგა თავისი ვარსკვლავი მოთამაშე, კილიან მბაპე, მაგრამ შექმნა მყარი, გამარჯვებული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო“, - თქვა ფელიპე ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ფლამენგოს“ მატჩი დღეს 21:00 საათზე გაიმართება, ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულ გუნდში წელს მეხუთე ტიტულის მოგების შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175536